Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია


ამ დღეს  დავამთავრეთ  ბროშურის  აწყობა,  შემდეგ  გავაანალიზეთ რამდენიმე  მათგანი და მოცემული  რჩევების  გათვალისწინებით შესწორებული  ბროშურა  ელექტრონული  ფოსტით გადავუგზავნეთ  ტრენერს.

სახელმძღვანელოში  გავეცანით  მოსწავლის  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,  მოვისმინეთ  და გავეცანით  სხვადასხვა  პროექტებში  მოსწავლის მიზნებისა და ამოცანების  საგნობრივ  სტანდარტთან  შესაბამისობაში  მოყვანის  გზებს. პარალელურად ბლოგზე  გავაკეთეთ ახალი  გზავნილი  ჩვენი პროექტის  მიზნების  ჩასაწერად,  ვისწავლეთ  ბლოგზე  გვერდების დამატება,  დავაზუსტეთ  შემდგომი  მეცადინეობის  გრაფიკი და მივიღეთ  დავალება მოსწავლეთა  მიზნების  საფუძვლიან ჩამოყალიბებაზე.

No comments:

Post a Comment