მოსწავლემ უნდა გაიღრმავოს თავისი ცოდნა მთელ რიცხვებთან, წილადებთან, ათწილადებთან და
პროცენტებთან მიმართებაში ისე, რომ საფეხურის დასრულების შემდეგ იყენებდეს
წილადების ეკვივალენტობას, ათწილადებს, პროპორციას და პროცენტებს ამოცანების
ამოხსნისას და რეალურ ვითარებაში.
სიდიდეებს შორის დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ცნებებისა და პროცედურების შესწავლა, აგრეთვე მათი გამოსახვის სხვადასხვა ხერხის ერთმანეთთან დაკავშირებისა და შედარების უნარის განვითარება;
სიდიდეებს შორის დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ცნებებისა და პროცედურების შესწავლა, აგრეთვე მათი გამოსახვის სხვადასხვა ხერხის ერთმანეთთან დაკავშირებისა და შედარების უნარის განვითარება;
ინდუქციური/დედუქციური
მსჯელობისა და ვარაუდის გამოთქმა-შემოწმების უნარის განვითარება.
მოსწავლეები დაეუფლონ აღწერითი სტატისტიკის ძირითად ცნებებსა და
მეთოდებს, რათა მათი საშუალებით გაერკვნენ მონაცემთა თავისებურებებში და შეძლონ
ვარაუდის გამოთქმა მონაცემებზე დაყრდნობით.
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მათ.
VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და
წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
მათ.
VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და
ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
მათ.
VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით
შესრულება.
No comments:
Post a Comment