Saturday, June 27, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია


დღეს დავასწორეთ ჩვენი  ბლოგები,  დავაყენეთ მასზე  ინტელის ლოგო, მოვისმინეთ და ჩვენც გავაკეთეთ პრეზენტაციები,  შევაფასეთ  ერთმანეთი, შევავსეთ ტრენინგის  შეფასების  ფორმა  და კარგი  განწყობით  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს,

Wednesday, June 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე,  ვიმსჯელეთ  გაცემული კითხვების  პასუხებზე,  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიოები,  გავეცანით  შეფასების  რუბრიკების სხვადასხვა  ნიმუშებს  ინტელის  ბიბლიოთეკიდან,გავეცანით აგრეთვე  ფასილიტაციის  ნიმუშებს  და ბოლოს  ჩემი  პროექტის  დასრულებული პორთფოლიო  ავტვირთე  ბლოგზე.

Tuesday, June 23, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია


მეშვიდე დღის რეფლექსია



დღეს ვიმუშავეთ  მოსწავლის ნაშრომის დახვეწაზე, მის ატვირთაზე, შევქმენით სასწავლო პროცედურების გვერდი და სახლში უნდა გავწეროთ მასში პროექტზე მუშაობის პროცედურები  კვირების მიხედვით.

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია


 თანდათან შევდივართ სიღრმეებში.....

დღეს ვიმუშავეთ პორთფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე,შემდეგ ვისწავლეთ  "გუგლ დრაივით" მისი ბლოგზე გამოქვეყნება,  შევქმენით  პრეზენტაცია  "მოსწავლის ნაშრომი",  რომელიც  ბოლომდე  უნდა დავხვეწოთ და დამოუკიდებლად უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენს ბლოგზე მომავალი  მეცადინეობისათვის.

პორთფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, June 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვა

ყოველთვის წინდახედულები ვართ?


თემატური  შეკითხვები

  •       რა არის  დაზღვევა და რატომ არის საჭირო სადაზღვევო კომპანიები?
  • რა დანაზოგს მიიღებს თქვენი ოჯახი წლის განმავლობაში, თუ მოდელირებულიდან ეფექტურად შეარჩევთ სამედიცინო  სადაზღვევო კომპანიას? 
  • როგორ ავსახოთ  მოძიებული ინფორმაცია ელექტულ ცხრილებში?
  • როგორ  გვეხმარება ცხრილში  წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებაში?



შინაარსობრივი  შეკითხვებ

  • როგორ  გამოვითვალოთ რიცხვის  პროცენტი?
  • როგორ ავაგოთ სვეტოვანი დიაგრამა?
  • რა შეღავათები აქვთ  მოდელირებულ კომპანიებს  მედიკამენტების შეძენისას?
  • რა შეღავათები აქვთ  მოდელირებულ კომპანიებს ექიმის მრავალჯერადი გამოძახების შემთხვევაში?
  • მოდელირებული რომელი სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელი იქნებოდით?
  • რომელ სადაზღვევო კომპანიებს იცნობთ?

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია


ამ დღეს  დავამთავრეთ  ბროშურის  აწყობა,  შემდეგ  გავაანალიზეთ რამდენიმე  მათგანი და მოცემული  რჩევების  გათვალისწინებით შესწორებული  ბროშურა  ელექტრონული  ფოსტით გადავუგზავნეთ  ტრენერს.

სახელმძღვანელოში  გავეცანით  მოსწავლის  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,  მოვისმინეთ  და გავეცანით  სხვადასხვა  პროექტებში  მოსწავლის მიზნებისა და ამოცანების  საგნობრივ  სტანდარტთან  შესაბამისობაში  მოყვანის  გზებს. პარალელურად ბლოგზე  გავაკეთეთ ახალი  გზავნილი  ჩვენი პროექტის  მიზნების  ჩასაწერად,  ვისწავლეთ  ბლოგზე  გვერდების დამატება,  დავაზუსტეთ  შემდგომი  მეცადინეობის  გრაფიკი და მივიღეთ  დავალება მოსწავლეთა  მიზნების  საფუძვლიან ჩამოყალიბებაზე.

სტანდარტები და ინდიკატორები

მოსწავლემ უნდა გაიღრმავოს თავისი ცოდნა მთელ  რიცხვებთან, წილადებთან, ათწილადებთან და პროცენტებთან მიმართებაში ისე,  რომ საფეხურის დასრულების შემდეგ იყენებდეს წილადების ევივალენტობას, ათწილადებს, პროპორციას და პროცენტებს ამოცანების ამოხსნისას და რეალურ ვითარებაში.

 სიდიდეებს შორის დამოკიდე­ბულებებთან დაკავშირებული ცნებებისა და პროცედურების შესწავლა, აგრეთვე მათი გამოსახვის სხვადასხვა ხერხის ერთმანეთთან დაკავშირებისა და შედარების უნარის განვითარება;
 
ინდუქციური/დედუქციური მსჯელობისა და ვარაუდის გამოთქმა-შემოწმების უნარის განვითარება.

მოსწავლეები დაეუფლონ აღწერითი სტატისტიკის ძირითად ცნებებსა და მეთოდებს, რათა მათი საშუალებით გაერკვნენ მონაცემთა თავისებურებებში და შეძლონ ვარაუდის გამოთქმა მონაცემებზე დაყრდნობით.

 მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
მათ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.

მოსწავლის ამოცანები/ სწავლის შედეგები


მოსწავლეები:

  • გაეცნობიან ამჟამად არსებული  სადაზღვევო კომპანიების საქმიანობებს,  რომლებითაც   რეალურად  სარგებლობენ  საზოგადოების წევრები; 
  • გამოიყენებენ ელექტრონულ ცხრილებს მონაცემების შეგროვების, დახარისხების და წარმოდგენისთვის;
  •  ჩაატარებული  კვლევის შედეგების    შეფასებისა და გააერთიანების  ხარჯზე  შეიმუშავებენ  სადაზღვევო კომპანიის  ორ  მოდელს, რათა  ეფექტური  სადაზღვევო კომპანიის  შესახებ  ჰოპოტეზები და ინფორმაცია  აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ;
  •   ურთიერთთანამშრომლობით  შეიმუშავებენ ეფექტურ მულტიმედიურ პრეზენტაციებს, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის და იდეების დემონსტრირებას;
  • შეიმუშავებენ  შემდგომ რეკომენდაციებს საზოგადოებრივი ქმედებისთვის.

        


Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

სიტყვიერად  ჩამოვაყალიბეთ  საპროექტო  წინადადებები,  გავახალისეთ  ჩვენი ბლოგის  დიზაინი, შემდეგ  განვათავსეთ იდეა  ჩვენს  ბლოგზე, გავეცანით  კოლეგების  საპროექტო  იდეებს, გავუგზვნეთ  ერთმანეთს  საქმიანი  კომენტარები  მათი   იდეების  შესახებ,  ძალიან  სასარგებლო  უკუკავშირი  მივიღეთ ჩვენი  ტრენერისაგან,  გავეცანით  პუბლიკაციის  ჩეკლისტს  და  ბოლოს  ჩვენს  პორთფოლიოში  საპროექტო  იდეის  პოპულარიზაციისათვის გავამზადეთ  ბროშურის  შაბლონის  ჩარჩო. დასასრულს სახლში  გასაკეთებლად    მივიღეთ  დავალებაც.

ჩემი პროექტის იდეა


ეფექტური  სადაზღვევო  კომპანიის  შერჩევა  ძალიან  მნიშვნელოვანია  თანამედროვე  ცხოვრებაში.  ჩვენს გარშემო    სამედიცინო  დაზღვევას  ბევრი  კომპანია  ახორციელებს და ყველა  მათგანს  საკუთარ  კლიენტებთან  განსხვავებული  შეთავაზებები აქვს  .  ბავშვები  მოიძიებენ და გაეცნობიან  რეალური  სადაზღვევო  კომპანიების  პირობებს, შეისწავლიან  იმ  კრიტერიუმებს, რომელთა  საშუალებითაც  ხდება  ეფექტური  სადაზღვევო  კომპანიის  შერჩევა  და  შექმნიან  ორი  სადაზღვევო  კომპანიის  მოდელს,   კონკრეტული პირობების და მედიკამენტებზე  ფასდაკლებების  გათვალისწინებით, ისინი  შეარჩევენ უფრო  ეფექტურ  სადაზღვევო  კომპანიას და  წარმოადგენენ  დასკვნას  დიაგრამების  საშუალებით.