დღეს დავასწორეთ ჩვენი ბლოგები, დავაყენეთ მასზე ინტელის ლოგო, მოვისმინეთ და ჩვენც გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთი, შევავსეთ ტრენინგის შეფასების ფორმა და კარგი განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს,
Saturday, June 27, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დავასწორეთ ჩვენი ბლოგები, დავაყენეთ მასზე ინტელის ლოგო, მოვისმინეთ და ჩვენც გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთი, შევავსეთ ტრენინგის შეფასების ფორმა და კარგი განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს,
Wednesday, June 24, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღეს შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე, ვიმსჯელეთ გაცემული კითხვების პასუხებზე, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიოები, გავეცანით შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან,გავეცანით აგრეთვე ფასილიტაციის ნიმუშებს და ბოლოს ჩემი პროექტის დასრულებული პორთფოლიო ავტვირთე ბლოგზე.
Tuesday, June 23, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის დახვეწაზე, მის ატვირთაზე, შევქმენით სასწავლო პროცედურების გვერდი და სახლში უნდა გავწეროთ მასში პროექტზე მუშაობის პროცედურები კვირების მიხედვით.
Sunday, June 21, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
თანდათან შევდივართ სიღრმეებში.....
დღეს ვიმუშავეთ პორთფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე,შემდეგ ვისწავლეთ "გუგლ დრაივით" მისი ბლოგზე გამოქვეყნება, შევქმენით პრეზენტაცია "მოსწავლის ნაშრომი", რომელიც ბოლომდე უნდა დავხვეწოთ და დამოუკიდებლად უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენს ბლოგზე მომავალი მეცადინეობისათვის.
Saturday, June 13, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
ყოველთვის წინდახედულები ვართ?
თემატური შეკითხვები
- რა არის დაზღვევა და რატომ არის საჭირო სადაზღვევო კომპანიები?
- რა დანაზოგს მიიღებს თქვენი ოჯახი წლის განმავლობაში, თუ მოდელირებულიდან ეფექტურად შეარჩევთ სამედიცინო სადაზღვევო კომპანიას?
- როგორ ავსახოთ მოძიებული ინფორმაცია ელექტულ ცხრილებში?
- როგორ გვეხმარება ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებაში?
შინაარსობრივი შეკითხვები
- როგორ გამოვითვალოთ რიცხვის პროცენტი?
- როგორ ავაგოთ სვეტოვანი დიაგრამა?
- რა შეღავათები აქვთ მოდელირებულ კომპანიებს მედიკამენტების შეძენისას?
- რა შეღავათები აქვთ მოდელირებულ კომპანიებს ექიმის მრავალჯერადი გამოძახების შემთხვევაში?
- მოდელირებული რომელი სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელი იქნებოდით?
- რომელ სადაზღვევო კომპანიებს იცნობთ?
Subscribe to:
Posts (Atom)